07 მაისი 2024,   10:20
ვრცლად
რესტორნების პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, ეს არის შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი - ნათია თურნავა

საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ რესტორნების პროტესტი არ არის პოლიტიზირებული.

"ყოველკვირეულად ხდება ე.წ დადებითობის მაჩვენებლის კონტროლი, დღეს გვაქვს პოზიტიური ტენდენცია და ეს უნდა შევინარჩუნოთ. როგორც კი მოგვეცემა ამის საშუალება, აჭარის მსგავსად და აჭარა ნამდვილად კარგი მაგალითია, რომ ჩვენ ამას ვაკეთებთ, ეს სხვა რეგიონებზეც გავრცელდება.

მესმის, რომ რესტორნების პროტესტი არ არის პოლიტიზირებული აქტი, ეს არის მათი შიდა პრობლემებით გამოწვეული პროტესტი. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება ამის საშუალებას მოგვცემს, გავხსნათ რესტორნები, მათ შორის, ღია სივრცეებიც,"-აღნიშნა ნათია თურნავამ

დღის ამბები