ზუგდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობა ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყვა ერთი არასრულწლოვანი, რომლის ამოყვანა ნანგრევებიდან მალევე მოხერხდა.
ის ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავთ. ადგილზე მობილიზებულია სამაშველო სამსახური და პოლიცია.