03 მაისი 2024,   16:38
ვრცლად
ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების კარვის დაშლას ადგილზე ხმაური და ერთი პირის დაკავება მოყვა

ნამახვანი ჰესის მოწინააღმდეგეების კარვის დაშლას ადგილზე ხმაური და ერთი პირის დაკავება მოჰყვა. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მოქალაქეები სიტყვიერად და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.  

როგორც ჰესის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, ისინი კარავს თავის ხელით არ დაშლიან და არც მათ მისცემენ ამის უფლებას. დაპირისპირების მიუხედავად, სამართალდამცველებმა კარვის დაშლა მაინც მოახერხეს, იქამდე კი აქციის მონაწილეებს პირადი ნივთების გატანის უფლება მისცეს.

რაც შეეხება დაკავებულს, პოლიციელების თქმით, ის დაუმორჩილებლობის და სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო ადმინისტრაციული წესით დააკავეს. ადგილზე ამ დროისთვის სიმშვიდეა.  

ადგილობრივები თქმით, მათი პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება. სოფელ ჟონეთში აქციის მონაწილეებთან ერთად სამართალდამცველები ამ დრომდე რჩებიან.

დღის ამბები