03 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
აშშ-ში ამერიკული ჯგუფის "ფლეიმინგ ლიფსის" კონცერტს მაყურებელი პანდემიის გამო საჰაერო ბურთებიდან უყურებდა

აშშ-ში, ოკლაჰომას შტატში, ამერიკულმა ჯგუფმა "ფლეიმინგ ლიფსმა" კონცერტი გამართა.

ეს მსოფლიოში პირველი კონცერტია, რომელიც კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდა.

ორგანიზატორებმა მაყურებლის დასწრების განსხვავებული ფორმა მოიფიქრეს. სპეციალურად კონცერტისთვის დამზადდა საჰაერო ბურთები და ღონისძიებაზე მისული სტუმრები სწორედ ამ ბურთებში ისხდნენ. კონცერტზე დასასწრები ყველა ბილეთი გაიყიდა.

ავტორი: ნინი კუპრაძე. 

დღის ამბები