06 მაისი 2024,   11:55
ვრცლად
კობი-კუდაურის გზა ისევ ჩაკეტილია - გზის ამ მონაკვეთზე მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგია

კობი-კუდაურის გზა ისევ ჩაკეტილია. 2 დღიანი პაუზის შემდეგ, უკვე მეოთხე დღეა გზის ამ მონაკვეთზე მანქანების რამდენიმეკილომეტრიანი რიგია, რომელიც, დაახლოებით, ნატახტარის ტერიტორიიდან იწყება. გზის გაწმენდითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, თუმცა უცნობია, როდის გაიხსნება საავტომობილო მიმოსვლა.

გზაზე გაჩერებული მძღოლები ამბობენ, რომ გზის ჩაკეტვა ზვავსაშიშროების გამო მოხდა და იმედი აქვთ, რომ გზის გაგრძელებას მალე შეძლებენ.

ავტორი:თამარ თათარაშვილი

დღის ამბები