ზუგდიდში, თამარ მეფის ქუჩაზე შენობის ნანგრევებში მოყოლილი გოგონას მდგომარეობა სტაბილურია. მას დღეს გაწერენ. 11 წლის ბავშვს ტრავმული დაზიანებები ჰქონდა. ის ერთადერთია, ვინც ავარიული შენობის ჩამონგრევის დროს დაშავდა. აქ ბოლოს მხოლოდ ორი ოჯახი ცხოვრობდა.
"მრავლობითი ტრავმული დაზიანებები აღენიშნებოდა, თავის და კიდურის ტკივილი, თავბრუსხვევა, ზოგადი სისუსტე, პროტოკოლით გათვალისწინებული შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა ჩაუტარდა და დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით ეწერება ბინაზე," - აცხადებს ზუგდიდის რეფერალური საავადმყოფოს ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის მიმართულების ხელმძღვანელი, პედიატრი მზია გერგედავა.