წყალგაყვანილობისა და კანალიზაციის არქონასთან დაკავშირებით სოფელ ლისის მოსახლეობამ მუხათწყაროსა და წოდორეთის მცხოვრებლებთან ერთად აქცია გამართა.
აქციაზე მოძრაობა "ხალხისთვის" ლიდერი, ანა დოლიძეც იმყოფებოდა. დოლიძის თქმით, პრობლემის გადასაჭრელად სამი წლის განმავლობაში მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, თუმცა პრობლემა ვერ გადაიჭრა. ის პასუხისმგებლობას "მცხეთის სოფლის წყალს" აკისრებს. ადგილზე მერიის წარმომადგენელიც მოვიდა, რასაც მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოჰყვა.