05 მაისი 2024,   09:28
ვრცლად
სენაკში დაჭრილი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება

სენაკში გუშინ მომხდარი დაპირისპირების დროს დაჭრილი ერთ-ერთი მამაკაცი ქუთაისში საერთაშორისო სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ცენტრის დირექტორის მოადგილის, ვაჟა აგლაძის ინფორმაციით, პაციენტს ჭრილობა მუცლის არეში ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. მას სენაკში ოპერაცია ჩაუტარდა, შემდგომი კვლევებისთვის ქუთაისში გადაიყვანეს. პაციენტი ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება, მისი მდგომარეობა მძიმეა.

შეგახსენებთ, გუშინ საღამოს სენაკში მომხდარი დაპირისპირების დროს ერთ-ერთმა ადგილობრივმა სანადირო თოფით მეზობელი ახალგაზრდა მამაკაცის მიმართულებით გაისროლა და მამაკაცი დაჭრა. ადგილობრივების თქმით, მათი გაშველების დროს კიდევ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა, მათ შორის არის დაკავებულის ძმაც.

გამოძიების ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა მეზობლებს შორის ურთიერთშელაპარაკება.პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1 პირი დააკავა. ამოღებულია იარაღი.

დღის ამბები