რამდენიმე კვირაში საქართველოში ვაქცინაცია იწყება. პირველ ეტაპზე Pfizer-ის ვაქცინით 15 ათას მედიკოსს აცრიან. მედპერსონალს, რომელიც კოვიდ განყოფილებებში მუშაობს, ვაქცინას 2 ეტაპად გაუკეთებენ. მარტში კი ქვეყანა დამატებით დოზას მიიღებს.
გეგმის მიხედვით სულ მოსახლეობის 60 % უნდა აიცრას , მათ შორის ქრონიკული დაავადების მქონე პირები , ბენეფიციარები, ასაკოვანი ადამიანები და 46 ათასი სამედიცინო პერსონალი.
საქართველო მარტის მეორე ნახევარში კოვაქს პლატფორმიდან დამატებით დოზებს კიდევ ელოდება, ამჯერად უკვე AstraZeneca-ს , რომელსაც განსაკუთრებული ლოჯისტიკური ბაზა არ ესაჭიროება. სპეციალისტები ამბობენ, რომ ვაქცინა ადამიანების ჯანმრთელობას აზღვევს, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრევენციული ღონიძიებები - პირბადის გამოყენება და დისტანცია საჭირო აღარ არის.
Pfizer-ის ტიპის ვაქცინას განსაკუთრებული ლოჯისტიკური ბაზა ესაჭიროება, ტემპერატურა - 70 გრადუსი უნდა იყოს. მედიკამენტის გადანაწილება 3 დიდ ქალაქში თბილიში ბათუმსა და ქუთაისში მოხდება.
ხვალ ჯანდაცვის სამინისტრო სამოქმედო გეგმას გაასაჯაროებს, სადაც იმ კლინიკების ჩამონათვალი იქნება სადაც ვაქცინაციის პროცესი განხორციელდება.