20 აპრილი 2024,   11:07
ვრცლად
"ანა გაბეჩავამ ხუთივე ბრალდებულის იდენტიფიცირება მოახდინა" - გიორგის შაქარაშვილის საქმის პროკურორი

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ჯგუფური ძალადობის, ორგანიზების, მასში მონაწილეობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ეპიზოდზე თბილისის საქალაქო სასამართლოში ერთ-ერთი მთავარი მოწმე, ანა გაბეჩავა, დაიკითხა. როგორც დაკითხვის შემდეგ მოწმემ განმარტა, მან მხარეთა კითხვებს ამომწურავი პასუხი გასცა და დაადასტურა, რომ ვიდეოჩანაწერში, რომელიც სხდომაზე წარუდგინეს, ბრალდებულების იდენტიფიცირება შეძლო.

"ამომწურავი ინფორმაცია მივეცი იმის შესახებ, რაც აინტერესებდათ, რაც კითხვები იყო დასმული, ყველაფერს გავეცი შესაბამისი პასუხი. კონკრეტულად ამ ბავშვებთან დაკავშირებით, ისეთი უცხო არაფერი ყოფილა," - განაცხადა ანა გაბეჩავამ.

პროკურორ ვახტანგ ცალუღელაშვილის თქმით, მოწმემ ხუთივე ბრალდებულის, "მერსედესის" მგზავრების, იდენტიფიცირება მოახდინა.

"დღევანდელ სასამართლო სხდომაზე დაკითხულ იქნა მოწმე ა.გ. რომელმაც დეტალურად ისაუბრა მის წვეულებაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე, ისაუბრა იმ ფაქტთან დაკავშირებით, თუ როგორ შეესწრო დაბადების დღის ცენტრთან ფიზიკურ დაპირისპირებას. ამის შემდეგ, ასევე ისაუბრა იმ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელიც შემდგომ მისთვის გახდა ცნობილი. ასევე, მისი თანდასწრებით მოხდა ე.წ  ქაბელჰაუსის სათვალთვალო კამერიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერის დათვალიერება. იდენტიფიცირება მოახდინა 3, მთლიანობაში 5 ბრალდებულის, დაასახელა მათი სახელები, განმარტა თუ რა გარემოებით ამოიცნო ისინი," - განაცხადა პროკურორმა.

ერთ-ერთი ბრალდებულის, თენგო ბარბაქაძის ადვოკატი გიორგი ფოფხაძე ამბობს, რომ მოწმეს არავინ უმხელია.

"ბატონ ვახოს ძალიან დიდ პატივს ვცემ, პროკურორს, და ასეთი მტკნარი სიცრუე არა მგონია ეთქვა, ვინაიდან არავინ არაფერში უმხელია. ბუნებრივია, ამოიცნო თავისი კლასელები, თუმცა იქაც ძალიან ორაზროვნად ისაუბრა," - აცხადებს ადვოკატი. 

დღის ამბები