19 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ - ირაკლი ხმალაძე სასტუმრო "ბუდაპეშტის" ადმინისტრაციას პასუხობს

ვაკის პარკში დაანონსებულ სამუშაოებს აპროტეტსტებს "სასტუმრო ბუდაპეშტის" ადმინისტრაცია.  კომპანიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ დედაქალაქის მთავრობა ბიზნესის უფლებებს არღვევს.

მერიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდება.

სასტუმრო "ბუდაპეშტის" მეპატრონე გოგა ზაქაიძე აცხადებს, რომ 2 წელიწადზე მეტია რაც მერია არ შეხმიანებია. 

"ჩვენ ორ წელიწადზე მეტია არა თუ ვაკის პარკის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით, საერთოდ არაფერთან არც მშენებლობასთან დაკავშირებით და არც არაფერთან დაკავშირებით, მერია არ შეგვხმიანებია. ჩვენ 2 წელიწადზე მეტია ვცდილობთ, რომ მათგან მივიღოთ პასუხი, სასამართლო გადაწყვეტილების შედეგზე თუ რა ხედვა აქვთ ჩვენთან მიმართებაში , მაგრამ 2 წელიწადზე მეტია უგულველყოფენ  ყველანაირ კომუნიკაციას. ეს თუ არ არის ვაკის პარკის ტერიტორია მაშინ ხელს რატომ გვიშლიან?,"-აღნიშნა გოგა ზაქაიძემ.

თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე აცხადებს, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერავინ ააშენებს.

"დღესდღეობით, ეს კომპანია კვლავ მესაკუთრეა, მაგრამ მშენებლობის ნებართვას მერია ამ ტერიტორიაზე,  რა თქმა უნდა, არ გასცემს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში შეთანხმებას მივაღწევთ.

გარკვეული შეთავაზებები ჩვენი მხრიდან გაკეთდა, მაგრამ კომპანიისთვის მიუღებელი აღმოჩნდა ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც ჩვენ მათ შევთავაზეთ და ამიტომაც, დღემდე საკითხი ღიად არის.

ის გარემოება, რომ დღემდე არ არის შეთანხმება მიღწეული არის სწორედ იმიტომ, რომ კომპანიას იმედი აქვს სასამართლოს გადაწყვეტილებით თუ მის გარეშე, ააშენებს სასტუმროს. მე აქვე ვაცხადებ, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ვერ ააშენებენ!,"- აღნიშნა ირაკლი ხმალაძემ.

დღის ამბები