როგორ შეიძლება უსაფრთხო გარემოს შექმნა ფიტნეს-კლუბიებში - "ოქტოპუსის" დირექტორი საკუთარი მოსაზრებების გასაზიარებლად მთავრობასთან შეხვედრას ითხოვს.
გიორგი ასათიანის განცხადებით, მას დღეს სპორტდარბაზების გახსნის მოლოდინი არც ჰქონია, რადგან საკითხზე წინასწარი შეხვედრები მთავრობასა სფეროს წარმომადგენლებს შორის არ შემდგარა.
როგორც, გიორგი ასათიანმა "დღის კურიერის" ეთერში განმარტა, სპორტ-დარბაზებში ინფიცირების შემთხვევები საკმაოდ მცირეა. ზაფხულში, კი როდესაც ფიტნეს-კლუბები გაიხსნა "ოქტოპუსი" ერთ-ერთი მისაბაძი ობიექტი იყო, რომელიც რეგულაციებს ზედმიწევნით იცავდა.
"მე სიმართლე გითხრათ არც მქონდა მოლოდინი, რომ დღეს სპორტული დაწესებულებების გახსნასთან დაკავშირებით მიიღებდნენ რამე გადაწყვეტილებას. მოლოდინი არ მქონდა, რადგან წინასწარი შეხვედრები ჩვენს სექტორთან არ ყოფილა.
ვფიქრობ, რომ აუცილებელია ძალიან სწრაფად მოხდეს ჩვენს სექტორთან გაერთიანებული შეხვედრა, რადგან ჩვენს სექტორს გვაქვს გარკვეული მოსაზრებები, თუ როგორ შეიძლება უსაფრთხო გარემოში მოვემსახუროთ მომხმარებელს.
ფიტნეს კლუბებში იმდენად მცირეა ინფიცირების შემთხვევები, რომ საშიში არ არის. ჩვენთან ყველაფერი არის მაქსიმალურად დაცული. ჩვენ ერთ-ერთი მისაბაძი სფერო ვართ რეგულაციების დაცვის კუთხით,"- აღნიშნა გიორგი ასათიანმა.