18 მაისი 2024,   13:30
ვრცლად
ირანის მოქალაქეს,რომელმაც საქართველოში ნარკოტიკი მარილის ტომრებით შემოიტანა, 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება

თბილისის გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სატვირთო მისაბმელიანი ავტომანქანის ჩხრეკის დროს პოლიციამ 1171 აბი ნარკოტიკული საშუალება მარილის ტომრებში აღმოაჩინა. საკონტროლო შესყიდვისას, სამართალდამცველებმა 195 აბი ნარკოტიკული საშუალება შეიძინეს. შესაბამისი აუდიო და ვიდეო მასალა შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

"გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ აღნიშნული პიროვნებას ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, მარილის ტომრებში დამალული ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერება. ჩვენ შევამოწმეთ აღნიშნული ტვირთი, კერძოდ. თითოეულ ტომარაში, ჩალაგებული ჰქონდა ნარკოტიკული საშუალება, მეტადონის შემცველი აბები. ჩხრეკის შედეგად ამოღებულია 1171 აბი,"-აცხადებენ შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოში.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები