18 აპრილი 2024,   07:29
ვრცლად
მკვლელობა ფოთში - 15 წლის წინ მომხდარ ფაქტზე შურისძიებისთვის რუსლან შალიკაშვილს ბრალი წარუდგინეს

ფოთში მომხდარი მკვლელობისთვის დაკავებულს, ბრალი ზუგდიდის წინასწარი მოთავსების იზოლატორში წარუდგინეს.

რუსლან შალიკაშვილს გამოძიება მკვლელობას ედავება.

ოფიციალური ინფორმაციით, შურისძიების მოტივით, გუშინ, დღის სამი საათისთვის, მომსახურების სააგენტოს ეზოში გურამ ახალაიას საკუთარ ავტომობილში ესროლეს და შემთხვევის ადგილზევე მოკლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, დანაშაული 15 წლის წინ მომხდარ მკვლელობას უკავშირდება, როდესაც პალიასტომის ტბაში ოთხთვიანი ძებნის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. ერთადერთი დაკავებული ამ საქმეზე სწორედ ახალაია იყო.

დღის ამბები