19 ნოემბერი 2024,   14:33
ვრცლად
404 ინფიცირებული, 799 გამოჯანმრთელებული და 14 გარდაცვლილი - COVID-19-ის განახლებული სტატისტიკა საქართველოში

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 404 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ამ დრომდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა 262 024 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 799 ინფიცირებული განიკურნა, შედეგად გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 253 614 შეადგინა.

კორონავირუსისგან კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს 3 283 ადამიანი ემსხვერპლა.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 13 573  ტესტი ჩატარდა, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით - 7 252, PCR ტესტით - 6321.

დღის ამბები