გორში დღეს გარდაცვლილი ქალი იპოვეს. როგორც მეზობლები ყვებიან, 2 შვილის დედა, 30 წლის ქალი თანამშრომლებმა მას შემდეგ მოიკითხეს, რაც ის სამსახურში არ გამოცხადდა. ადგილზე მისულებს ბინაში ცხედარი დახვდათ.
გარდაცვალების წინასწარ ვერსიად გაზის ნამწვით გაგუდვა სახელდება.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.