19 ნოემბერი 2024,   14:36
ვრცლად
"მე რუსი ვარ - პუტინი დამნაშავეა" - ამ შინაარსის ტრანსფარანტებით ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციას ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებიც შეუერთდნენ

თავისუფლება ზაზა გახელაძეს - ოკუპირებული ცხინვალის რეჟიმის ქართველი პატიმრის გათავისუფლებას საქართველოში პერმანენტული აქციებით ითხოვენ, საერთაშორისო საზოგადოება კი, ყოველდღე ახალი განცხადებით გამოდის.

დღეს საქართველოს მოქალაქის დაუყოვნებლივი გათავისუფლება დიდი ბრიტანეთის საელჩომაც მოითხოვა. პარალელურად კი, აქცია მიმდინარეობდა შვეიცარიის დიპლომატიურ წარმომადგენლობასთან.

12 წლიანი განაჩენის მიუხედავად, ოჯახი 34 წლის ზაზა გახელაძის დაბრუნებას ყოველდღე ელოდება.

"მე რუსი ვარ - პუტინი დამნაშავეა", "ვითხოვთ საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას" - ასეთი ტრანსფარანტებით შვეიცარიის მოქმედ და რუსეთის ყოფილ საელჩოსთან დღეს ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებიც მივიდნენ.

ზაზა გახელაძის მხარდამჭერ აქციაზე დღეს იმყოფებოდნენ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც. ასევე ადამიანები, რომლებმაც უკანონო პატიმრობა საკუთარ თავზე გამოსცადეს. 

დღის ამბები