06 სექტემბერი 2026,   14:46
ვრცლად
ზუგდიდში, სამოქალაქო აქტივისტი გელა შედანია სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს

სამოქალაქო აქტივისტი გელა შედანია მისი სახლის ეზოში ცეცხლსასროლი იარაღიდან სავარაუდო გასროლაზე საუბრობს და სუს-ს პროვოკაციაში ადანაშაულებს. მომხდარს ოპოზიციის მხარდამჭერი მის აქტიურობას უკავშირებს და ამტკიცებს, რომ ამ ფორმით უსაფრთხოების სამსახური მის დაშინებას ცდილობს.

შედანიები ამბობენ, რომ სავარაუდოდ სროლის ხმა მაშინ შემოესმათ, როცა სახლში დედა და ბავშვები მარტო იმყოფებოდნენ. დაზიანდა ეზოში დამონტაჟებული ნათურა. ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც.

სამოქალაქო აქტივისტი გელა შედანია ზუგდიდის სუს-ის უფროსთან ითხოვს შეხვედრას.

"ვითხოვ სუს-ის უფროსთან შეხვედრას ეს არის მიზანმიმართულად განხორციელებული ქმედება. ტერორი მიდის პირდაპირ ჩემს ოჯახზე,"- აღნიშნა გელა შედანიამ.

დღის ამბები