19 ნოემბერი 2024,   14:30
ვრცლად
ამირან გულუაშვილის თქმით, შუამდგომლობის წარდგენა სასამართლოში ვერ მიუთითებს რაიმე პოლიტიკურ კონტექსტზე

გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ნიკა მელიას სამაჯურის მოხსნიდან ერთ დღეში ბრალდების მხარემ სასამართლოს მიმართა, მოითხოვა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება და პროცედურა დაგვიანებული არ ყოფილა. 

"პირველ ნოემბერს მოიხსნა ნიკა მელიამ სამაჯური და სამ ნოემბერს ბრალდების მხარემ მიმართა სასამართლოს, გაიმართა სხდომა და მოთხოვნილ იქნა უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება.

მოცემულ შემთხვევაში, ერთდღიანი ვადის დაცვით, შუამდგომლობის წარდგენა სასამართლოში ვერანაირად ვერ მიუთითებს რაიმე პოლიტიკურ კონტექსტზე. ჩვენ ვსაუბრობთ პირველი ნოემბრის დარღვევის განხორციელებულ რეაგირებაზე, რომელიც მოხდა 3 ნოემბერს,"-აღნიშნა ამირან გულუაშვილმა.

დღის ამბები