"შორს ხელები აქტივისტებისგან" - ამ მოწოდებით ქუთაისში აქტივისტებმა დაუმორჩილებლობა გამოაცხადეს და ქალაქში მსვლელობა მოაწყვეს. ამ ფორმით სამოქალაქო აქტივისტები პანდემიის გამო დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვის კანონს არღვევენ და მსვლელობით "ქართული ოცნების" ოფისთან მივიდნენ.
"მონებო, ძირს კორუმპირებული ჩინოვნიკები" - სკანდირებენ აქტივისტები. მათი თქმით, თუ სამართალდამცველები აქციაზე დაკავებული აქტივისტებს ხვალამდე არ გაათავისუფლებენ, შიმშილობას დაიწყებენ.