აგლაძის ქუჩაზე მომხდარი ხანძრის ლიკვიდაციის შემდეგ, ზარალის დათვლა დაიწყო. შერეულ სასაწყობე ტერიტორიაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა, ადგილზე 14 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა.
იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა მოახერხეს ხანძრის დროული ლოკალიზება და საწყობების მნიშვნელოვანი ნაწილის გადარჩენა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.