08 მაისი 2024,   15:47
ვრცლად
აჭარის ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნებია - შენობასთან მობილიზებულები არიან მხარდამჭერები და პოლიცია

აჭარის ჭიდაობის ფედერაციაში პრეზიდენტის არჩევნებია - ფედერაციის პრეზიდენტობა ორ კანდიდატს სურს, აქედან ერთი მოქმედი პრეზიდენტი ანზორ ლაზიშვილია, მეორე კანდიდატი კი - მევლუდ წულუკიძე. 

ამ წუთებში ფედერაციის გამგეობის წევრები პრეზიდენტობის კანდიდატებს სამოქმედო გეგმებზე კითხვებს უსვამენ. კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ კი ფარული კენჭისყრა დაიწყება.

შენობასთან მოჭიდავეები არიან შეკრებილი, ისინი მევლუდ წულუკიძის მხარდამჭერები არიან, ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველებიც.

დღის ამბები