დღეს საპროტესტო აქცია გაიმარტება გუდაურში, ადგილობრივები ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მუშაობის უფლებასა და რეგულაციების შემსუბუქებას ითხოვენ. მათი თქმით, მთის კურორტები ყველაზე მეტად დაზარალდა.
"ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ გაიხსნას მთის კურორტები. ძალიან ცოტა დროა დარჩენილი სეზონის დახურვამდე, პლიუს, ვაანალიზებთ რისკებს, რომელიც არის მომავალ სეზონთან დაკავშირებული. ამირან გამყრელიძემ ბრძანა, რომ წელიწადნახევარი ვიქნებით ამ მდგომარეობაში, არის რისკი, რომ მომავალწელსაც ინფიცირებულთა მაღალი რაოდენობა იყოს, შესაბამისად ჩვენ გვაქვს შემუშავებული მოდელი რეგულაციების დაცვით, რის საფუძველზეც გვინდა მთის კურორტები წელს ვამუშაოთ," - აქციის მონაწილე გურამ გოგიშვილი.
"მთავრობას წარვუდგინეთ ჩვენი გეგმა, თუ შეიძლება განვახორციელოთ შემდეგი ნაბიჯები ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ. შემუშავებული გვაქვს ყველა რეგულაცია, რომლის შედეგად, სრულიად უსაფრთოა სრიალი, როგორც გუდაურში, ასევე საქართველოს მთის სხვა კურორტებზე," - აცხადებს აქციის მონაწილე მათე ქავთარაძე.
ავტორი: თამარ თათარაშვილი