თბილისის მერის თქმით, ახლად რეაბილიტირებულ პარკებში ვანდალიზმის ფაქტი 168 მისამართზე დაფიქსირდა. ამის შესახებ კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"2020 წელს 168 მისამართზე აღირიცხა მთელი რიგი შემთხვევები ვანდალიზმისა. მინდა ვთხოვო საზოგადოებას დახმარება და მხარდაჭერა ამ მიმართულებით. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იმ სივრცეში, რომლის რეაბილიტაციაც ხდება, უსაფრთხოების კამერები იყოს მაქსიმალურად განთავსებული. მაგრამ საზოგადოების უფრო მეტი ჩართულობა, აქტიურობა არის მნიშვნელოვანი. მე პირადად და ჩვენი სამსახურები მზად ვართ დამატებითი ღონისძიების გასატარებლად, რომ ადამიანებს უფრო მეტი ავუხსნათ, ახალგაზრდებს უფრო მეტი ვაჩვენოთ, რომ ეს არასწორია და არაა მისასალმებელი, რომ ახლად რეაბილიტირებულ პარკებში არ დავაზიანოთ და გავანადგუროთ," - განაცხადა კახა კალაძემ.