19 ნოემბერი 2024,   14:35
ვრცლად
ბაგები-საბურთალოს საავტომობილო ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა - სად იგეგმება ხიდის განთავსება

თბილისის მერის განცხადებით, ბაგებისა და საბურთალოს დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობისთვის ტენდერი გამოცხადდა. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ხიდი უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ განთავსდება:

"ამ პროექტის განხორციელება მოგვცემს შესაძლებლობას, გარკვეულწილად გავაჩინოთ ახალი გზა, სადაც შესაძლებელი იქნება ბაგებიდან საბურთალოზე გადავისროლოთ ნაკადები და ადამიანებს ჰქონდეთ რამდენიმე ალტერნატივა კონკრეტული გზის საშუალებით. ეს ხიდი განთავსდება უკვე არსებული საფეხმავლო ხიდის გასწვრივ უნივერსიტეტის 11-ე კორპუსსა და ბიბლიოთეკის კორპუსებს შორის გამავალ გზას დააკავშირებს ბაგებში თბილისი-წყნეთის საავტომობილო გზასთან. ტენდერი გამოცხადებულია, მალე გვეყოლება გამარჯვებული კომპანია და დავიწყებთ სამუშაოების განხორციელებას. დაახლოებით წელიწადნახევრი ორი წელი დასჭირდება ამ პროექტის სრულად დასრულებას,"– განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები