19 ნოემბერი 2024,   14:28
ვრცლად
ბაღდათის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა - ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ

ბაღდათის მუნიციპალიტეტის ექვსი სოფელი ხიდის გარეშე დარჩა. ადგილობრივების თქმით, რეაბილიტაციის მიზეზით, ხიდი ისე დაანგრიეს, რომ სათადარიგო ხიდი არ გაუკეთებიათ.

მოსახლეობამ დღეს აქცია გამართა და განაცხადეს, რომ ხიდთან ერთად დაზიანდა სასმელი წყლის ცენტრალური მილი და ორი დღეა წყალი არ მიეწოდებათ. ამასთან, ვერ ხერხდება მაღაზიების პურით და პროდუქტით მომარაგება.

ადგილობრივები ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, ცენტრალური ხიდის დანგრევამდე, საფეხმავლო ხიდი უნდა აეგოთ. მათი თქმით, ქალაქში ჩასვლა შემოვლითი გზით უწევთ, რაც დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ადგილობრივები საფეხმავლო ხიდის დაუყოვნებლივ გაკეთებას მოითხოვენ.

დღის ამბები