17 ნოემბერი 2024,   10:19
ვრცლად
ძალიან ძნელ და ძალიან ცუდ შედეგებთან იქნება დაკავშირებული ნიკა მელიას დაპატიმრება - ადვოკატი

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის გიორგი კონდახიშვილის განცხადებით, სამართლებრივი ბრძოლა გაგრძელდება.

ადვოკატის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრება ცუდ შედეგებთან იქნება დაკავშირებული.

"ძალიან ძნელ და ძალიან ცუდ შედეგებთან იქნება დაკავშირებული ნიკა მელიას დაპატიმრება. სამართლებრივი გეგმაა, გავაგრძელებთ ბრძოლას ყველა სამართლებრივი ინსტრუმენტით. სისხლის სამართლის საქმის განხილვა არ დაწყებულა, თუმცა ნათელია, რომ სამართლებრივ ინსტრუმენტებს არავითარი აზრი არ აქვს," - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს, ნიკა მელიას 20 ივნისის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნინო ჩახნაშვილმა მიიღო. პროცესი 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა და მას ბრალდებული, ნიკა მელია არ დასწრებია.

 
დღის ამბები