ნიკა მელიას მიმართ საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ განაჩენს, რომლის მიხედვითაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს პატიმრობა შეეფარდა, საქართველოს სახალხო დამცველი სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
ნინო ლომჯარიას განცხადებით, ენმ-ს ლიდერის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება შემაშფოთებელია და იმედს გამოთქვამს, რომ სასამართლოს ზემდგომი ინსტანციები აღნიშნულ გადაწყვეტილებას შეცვლიან.
"უკიდურესად შემაშფოთებელია თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების თაობაზე!
მე და ჩემი თანამშრომლები მთელი დღის განმავლობაში ვადევნებდით თვალს მიმდინარე პროცესს. ჩვენი დაკვირვებით, ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც დაასაბუთებდა აღკვეთის ღონისძიების ყველაზე მკაცრი ღონისძიების - პატიმრობის, გამოყენების აუცილებლობას. იმედია, ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები ამ გადაწყვეტილებას შეცვლიან!"- წერს ნინო ლომჯარია.