05 სექტემბერი 2026,   21:54
ვრცლად
ბათუმში წყლის ცენტრალური მილი გასკდა - დაზიანდა ავტომობილები

ბათუმში წყლის ცენტრალური მილი გასკდა - შემთხვევა ჭავჭავაძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მოხდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მოულოდნელად,  გზის სავალი ნაწილიდან წყლის ჭავლი ამოვარდა, რის შედეგადაც დაზიანდა იქვე მდგომი ავტომობილები, ჩამსხვრეულია ახლოს მდებარე ობიექტის ფანჯარა. 

კომპანია "ბათუმის წყლის" ინფორმაციით, დაზიანების მიზეზი უცნობია, მიმდინარეობს ცენტრალური მილის ეტაპობრივი გადაკეტვა.ადგილზე სამაშველო სამსახური, საპატრულო ეკიპაჟები და შპს “ბათუმის წყლის” მობილური ჯგუფები მუშაობენ.

დღის ამბები