18 აპრილი 2024,   12:03
ვრცლად
მიტროპოლიტი სტეფანე მზად არის, პეტრე ცაავას სურვილის შემთხვევაში, ყოფილი მღვდელმთავრის გვერდით იყოს

ჭყონდიდის ეპარქიის ახალმა მმართველმა, მიტროპოლიტმა სტეფანემ პირველი მღვდელმსახურება აღავლინა. მან მრევლს პარაკლისის შემდეგ ქადაგებით მიმართა. მიტროპოლიტი ამბობს, რომ ეკლესიაში სკანდალის დრო არ არის. მისივე თქმით, ბრწყინვალე შვიდეულში პრესკონფერენციას გამართავს და ეპარქიაში არსებულ ვითარებაზე შემდეგ ისაუბრებს.

მიტროპოლიტმა სტეფანემ უკვე ყოფილ მმართველებს - ეპისკოპოს გრიგოლსა და ყოფილ მღვდელმთავარს - პეტრე ცაავას ჭყონდიდის ეპარქიაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ახალი მმართველი ამბობს, რომ ილოცებს მათთვის და სურს იბრძოლოს, რომ პეტრე ცაავას სურვილის შემთხვევაში, მის გვერდით იყოს.

დღის ამბები