საწვავზე გაზრდილი ფასები ქუთაისში აქციით გააპროტესტეს. ავტომობილის მძღოლები და აქტივისტები გაორმაგებულ ფასებს აპროტესტებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
მათ ავტომობილებით მსვლელობა მოაწყვეს, სიგნალებით მერიასთან შეჩერდნენ და გზა გადაკეტეს, რასაც ხმაური მოყვა.
ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან და მოქალაქეებს გზის გახსნისკენ მოუწოდებენ. აქციას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები შეუერთდნენ.
მათი თქმით, ერთ კვირაში საწვავი 15 თეთრით გაძვირდა, რაც ავტომფლობელებისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.