25 აპრილი 2024,   20:06
ვრცლად
მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება

გაერთიანებულ სამეფოში კორონავირუსით ინფიცირებულთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შემცირების ფონზე, მთავრობა შეზღუდვების შემსუბუქებას ამ ეტაპზე არ გეგმავს. მიზეზი ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. შეზღუდვების მოხსნამდე ქვეყანაში ახალი შტამების გავრცელების მონაცემთა ანალიზის ჩატარებას აპირებენ, ამის შემდეგ კი შესაძლოა ზომები ეტაპობრივად შემსუბუქდეს.

ჯანდაცვის მინისტრი მეთ ჰენკოკი აცხადებს, რომ ახალმა შტამებმა შესაძლოა ვაქცინაციის პროცესის შეფერხება გამოიწვიოს, რადგან ჯერ არ აქვთ სრულყოფილი ინფორმაცია თუ რამდენად ეფექტურია არსებული ვაქცინები ახალი შტამების მიმართ.

შეზღუდვებს ეტაპობრივად ამსუბუქებს ისრაელი. სკოლები, მუზემუმები, ბიბლიოთეკები და სავაჭრო ობიექტები 2 თვიანი პაუზის შემდეგ გაიხსნება. სპორტდარბაზები, საცურაო აუზები, კინოთეატრები და რესტორნები მოსახლეობის იმ ნაწილისთვის იქნება ხელმისაწვდომი, რომლებმაც კოვიდვაქცინა უკვე მიიღეს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ასეთი მოქალაქეები მოგზაურობის ნებართვასაც მიიღებენ.

Bloomberg-ის ბოლო მონაცემების მიხედვით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 87 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის უკვე 200 მილიონამდე ადამიანი აიცრა. გამოცემის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ 6.5 მილიონამდე ადამიანს უტარდება.

 

დღის ამბები