19 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
დიდი ოდენობით საქონლის კანონდარღვევით შემოტანის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით საქონლის კანონდარღვევით შემოტანის ბრალდებით საქართველოს ერთი მოქალაქე დააკავეს.

გამოძიებით ინფორმაციით, ბრალდებულს, გერმანიაში შეძენილი მსუბუქი ავტომანქანის სალონში სპეციალურად მოწყობილ სამალავებში, განთავსებული ჰქონდა სხვადასხვა სახის საქონელი, მათ შორის, ძვირადღირებული საათები, ტყავის ნაწარმი და ბიჟუტერია და მათ შემოტანას დეკლარირების გარეშე ცდილობდა.

ექსპერტიზის შეფასებით,ავტომანქანაში აღმოჩენილი საათების საბაჟო ღირებულებაა თითქმის 12 ათასი ლარია.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

დღის ამბები