19 მაისი 2024,   18:20
ვრცლად
კაცი რომელსაც სოფელ ფშაველში რამდენიმე დღეა ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ფშაველში მცხოვრებ 69 წლის კაცს, რომელსაც რამდენიმე დღეა აქტიურად ეძებდნენ გარდაცვლილი იპოვეს. 

ანზორ პეტროსიანი სამართალდამცველებმა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა სარწყავ არხში ცოტახნის წინ ნახეს. 

გამოძიების ფარგლებში ცხედარს ექსპერტიზა გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში უტარდება. 

პენსიონერი ბოლოს 15 თებერვალს ნახეს. მომხდარზე გამოძიება 115 თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. 

დღის ამბები