19 ნოემბერი 2024,   14:40
ვრცლად
უნდა ვეცადოთ პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე ავწიოთ - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, რეგულაციების შემსუბუქებასთან ერთად, აუცილებელია, პირბადის ტარების მაჩვენებელი 95%-მდე გაიზარდოს.

მისი თქმით, სწორედ ეს პრევენციული ღონისძიება დაიცავს ქვეყანა ეპიდსიტუაციის დრამატული გაუარესებისგან

"400 ყოველდღიური შემთხვევა არ არის ცოტა საქართველოსთვის. რა თქმა უნდა, ის 10-ჯერ ნაკლებია, ვიდრე იყო შემოდგომის ბოლოს, ზამთრის დასაწყისში, მაგრამ ის მაინც საყურადღებოა. ამიტომ, კიდევ ერთი თხოვნა მოსახლეობისადმი, რომ მთავარი პრევენციული ღონისძიება - პირბადის ტარება, უნდა ვეცადოთ, კი არ შევამციროთ 62%-მდე და კიდევ ქვემოთ, არამედ, პირიქით - ავწიოთ 95%-მდე და ყველა ის შემსუბუქებასთან ერთად, რაც დღეს გამოცხადდა, უფრო ადვილად გადაგვატანინებს მომავალ 2 თვეს.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მარტსა და აპრილში ეპიდსიტუაცია ქვეყანაში, მიუხედავად ამ შემსუბუქებებისა, რომელიც გასაგებია, რომ ეკონომიკისთვის აუცილებელია, შევინარჩუნოთ დაახლოებით იმ ფარგლებში, რომელშიც დღეს ჩვენ მივდივართ. მაშინ ჩვენ სითბოსთან, ზაფხულის დადგომასთან და, რაც მთავარია, ვაქცინაციის დაწყებასთან ერთად, უფრო ადვილად გავუმკლავდებით ეპიდსიტუაციის გაუარესებას,"-განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

დღის ამბები