19 ნოემბერი 2024,   14:39
ვრცლად
რა გახდა შატილის გზაზე მომხდარი ავარიის მიზეზი და ვის მიუძღვის ბრალი ტრაგედიაში - ექსპერტიზის შედეგები ცნობილია

6 თვის წინ, შატილის გზაზე მომხდარი ავარიის მიზეზები და ტრაგედიაში დამნაშავე მთავარი ფიგურები ცნობილია.

ექსპერტიზით გაირკვა, რომ მიკროავტობუსს ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ ჰქონდა, სამუხრუჭე სისტემა კი, გაუმართავი იყო.

დადგენილი 15 მგზავრის ნაცვლად, კუსტარული სკამებით მძღოლს 20 კაცი გადაჰყავდა. მგზავრებს ვერ დაეხმარებოდა ვერც უსაფრთხოების ღვედები, რომელიც ასევე კუსტარულად, მავთულებით იყო დამონტაჟებული.

შედეგად, შატილის გზაზე მომხდარ ავარიას 17 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ბრალდებულია ტურისტული კომპანიის დირექტორი და მიკროავტობუსის მფლობელი.

დღის ამბები