19 ნოემბერი 2024,   14:44
ვრცლად
ბრიტანული შტამის 3 კლასტერი საქართველოში - სპეციალისტების ვარაუდით, 2-3 თვეში ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელებულ ფორმას ახალი ჩაანაცვლებს

საქართვლოში კორონავირუსის ე.წ ბრიტანული შტამის შემთხვევები ფიქსირდება. კვლევების შედეგად, ბოლო ერთი თვის განმავლობაში, 3 ახალი ე.წ კლასტერი გამოვლინდა. ამ ეტაპზე, კონტაქტში მყოფი 31 პირია იდენტიფიცირებული. 

ე.წ ბრიტანული შტამი საქართვლოში ევროპიდან შემოვიდა. ჯერჯერობით, საქართველოში ახალი შტამის გავრცელების რისკები მინიმალურია, თუმცა იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი ვარაუდობს, რომ ქვეყანაში, 2-3 თვეში, ახალ კორონავირუსს მთლიანად ჩაანაცვლებს ე.წ ბრიტანული შტამი. 

კორონავირუსის ახალი ფორმა საქართველოში პირველად დეკემბერში დაფიქსირდა. ე.წ ბრიტანული შტამი უფრო მარტივად ვრცელდება და მძიმე ფორმებით არ მიმდინარეობს.

კორონავირუსის ახალი ფორმა პირველად დიდი ბრიტანეთში, სექტემბერში დაფიქსირდა და გამოვლენიდან 5 თვეში 60 ქვეყანაში გავრცელდა. ამ მონაცემებით, შექმნილი ვაქცინა ე.წ ბრიტანულ შტამზე გარკვეულწილად მოქმედებს, თუმცა მეცნიერები აქტიურად მუშაობენ, რომ მეორე თაობის პრეპარატმა ვირუსის ყველა სახეცვლილი ფორმა დაფაროს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები