06 სექტემბერი 2026,   00:30
ვრცლად
ნიკა მელიას ბოლომდე მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ზომები, რომ პატიმრობაში არ მოხვედრილიყო - მიხეილ სარჯველაძე პროკურატურის წინადადებაზე

"ქართული ოცნების" წევრების განცხადებით, პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავება მათი თვითმიზანი არ არის.

საქმე ეხება პროკურატურის განცხადებას, რომლის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ ნიკა მელია შეფარდებულ გირაოს გადაიხდის, პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით მიმართავს. 

"ვფიქრობ, პროკურატურის ეს შეთავაზება ლოგიკური გაგრძელებაა იმ დამოკიდებულებისა, რომელიც იმთავითვე ჰქონდა არჩეული და საკმაოდ კომპრომისული იყო იმ თვალსაზრისით, რომ ბატონ ნიკანორ მელიას ბოლომდე მიეცა შესაძლებლობა, მიეღო ზომები იმისთვის, რომ პატიმრობაში არ მოხვედრილიყო, თუმცა მან სხვა გზა აირჩია,"- განაცხადა "ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ. 

მმართველი გუნდის კიდევ ერთი წევრის გიორგი ამილახვარის თქმით, პროკურატურის ამ განცხადებით დადასტურდა, რომ ნიკა მელიას პატიმრობის საკითხი იყო მის მიერ პოლიტიკურად გამოყენებული და რომ მისი პატიმრობის ბედი მისსავე ხელშია. 

ამავე თემაზე
დღის ამბები