23 აპრილი 2024,   15:10
ვრცლად
ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომა სოფელ ერგნეთში გაიმართება

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ანგარიშს მოისმენენ დღეს კანონმდებლები, რომელიც სიმბოლურად საქართველოს ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ერგნეთში გაიმართება.

სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში თეა ახვლედიანი, რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის პირველ გასვლით სხდომაზე წარდგება.

საოკუპაციო გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში არსებულ მდგომარეობას და გამოწვევებთან დაკავშირებით ინფორმაციას დეპუტატები მიიღებენ ასევე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილისგან.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა სოზარ სუბარმა, რომელმაც განაცხადა, რომ კომიტეტის სხდომაზე მოისმენენ პირველ რიგში მინისტრის ანგარიში, ასევე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფლებში განხორციელდა.

"გადავწყვიტეთ, რომ კომიტეტის პირველი გასვლითი სხდომა გვქონოდა სწორედ საოკუპაციო ზოლთან ერგნეთში, რომელიც არის ერთგვარად სიმბოლო ოკუპაციის მთლიანად და იქ არსებულ ოკუპაციის მუზეუმში და გვინდა მოვისმინოთ ორი სამინისტრო, პირველ რიგში შერიგების საკითხებში მინისტრის ანგარიში, თუმცა იქ იქნება ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეც იმ პროექტებთან დაკავშირებით, რომლებიც საოკუპაციო ზოლთან ახლოს მდებარე სოფლებში განახორციელა მთავრობამ, რა პრობლემებია, რა კეთდება, რა გეგმებია  სამომავლოდ," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დღის ამბები