19 ნოემბერი 2024,   18:36
ვრცლად
SKI CROSS​-ის მსოფლიო თასის ეტაპი ბაკურიანში სტარტს დღეს აიღებს

დღეს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით ბაკურიანში სტარტს აიღებს SKI CROSS​-ის მსოფლიო თასის ეტაპი. SKI CROSS​ ელიტური გათამაშება, რომელიც საქართველოში პირველად ტარდება, სამი დღე გაგრძელდება. ტურნირი 3, 4 და 5 მარტს გაიმართება.

ტურნირში მსოფლიოს 15 ქვეყნის 134 სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. SKI CROSS-ის შემდეგ ბაკურიანი Snowboard Cross​-ის ეტაპსაც უმასპინძლებს.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილის, შალვა გოგოლაძის განცხადებით, ქვეყნისთვის მსგავსი შეჯიბრება ძალიან მნიშნველოვანია. ტურნირი ასევე მეტ ბიძგს მისცემს ახალგაზრდა თაობას სამთო-სათხილამურო სპორტში ჩასართველად.

"ჩვენი ქვეყნისთვის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ასეთი მაღალი რანგის, თან პირველად ტარდება ასეთი მაღალი რანგის, შეჯიბრება საქართველში იმ კუთხით, რომ ჩვენი როგორც ბაკურიანი, ასევე ზამთრის სპორტის სახეობის და ასევე  ზამთრის კურორტები იქნება პოპულარული დანარჩენ მსოფლიოში.

დარწმუნებული ვარ, რომ ეს მსოფლიო თასი მეტ ბიძგს მისცემს მომავალ თაობას იმაში, რომ უფრო მეტი ბავშვი იყოს სამთო-სათხილამურო სპორტში ჩართული," - განაცხადა ​შალვა გოგოლაძემ.

მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის, ირაკლი ჭირაქაძეს თქმით, ბაკურიანი ტურნირისთვის ტექნიკურად სრულიად გამართულია.

"შევიძინეთ სპეცტექნიკა, დამცავი და უსაფრთხოების დიდი რაოდენობით აღჭურვილობები. ტექნიკურად ვართ სრულიად გამართულები,"- აღნიშნა მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა.

დღის ამბები