20 აპრილი 2024,   18:02
ვრცლად
ავარია თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე - დედაქალაქის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდა

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა.

"თბილისი ენერჯის" ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევის გამო თემქის დასახლებასა და ავჭალის ნაწილს გაზმომარაგება ავარიულად შეუწყდა.

კომპანიის ცნობით, "თბილისი ენერჯის" სპეციალური ჯგუფები ადგილზე სრულადაა მობილიზებული. გაზმომარაგების უმოკლეს დროში აღდგენისთვის ამ დროისთვის ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოები დღეს დღის ბოლომდე დასრულდება. გაზმომარაგება კი უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე ხვალ, 27 თებერვალს, 21:00 საათამდე სრულად აღდგება.

დღის ამბები