ნიღბის ტარება და დისტანციის დაცვა ქართული რეალობისთვის ვირუსთან ბრძოლის მთავარ იარაღად რჩება. შემსუბუქებული შეზღუდვების ფონზე, ქვეყანა ვაქცინის და მესამე ტალღის მოლოდინშია.
მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას ახლა გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან ინფიცირების რაოდენობას განსაზღვრავს.
რისკი იმისა, რომ ინფექციით დაინფიცირების შემთხვევები მოიმატებს დიდია, შესაბამისად ლოკდაუნის და მზარდი კოვიდსტატისტიკის პრევენციისთვის სპეციალისტები რეგულაციების მკაცრად დაცვას მოითხოვენ.
ლოკდაუნის და ახალი რეგულაციების დაწესების წინაპირობა, გამოცდილების გათვალისწინებით ინფიცირებულთა რაოდენობაა.
შეზღუდვების შემსუბუქების შედეგს ინფექციონისტები ორი კვირის შემდეგ ელოდებიან. სპეციალისტები შემთხვევების დრამატულ მატებას არ პროგნოზირებენ და ამბობენ, რომ მესამე ტალღას კლინიკური სექტორი თავს გაართმევს.