20 აპრილი 2024,   06:41
ვრცლად
ახალციხეში 70 წლამდე ქალის ცხედრის ექსპერტიზა დასრულდა - მეზობლები შესაძლო მკვლელობაზე საუბრობენ

ახალციხეში გარდაცვლილ 70 წლამდე ქალის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა. ექსპერტები ადასტურებენ, რომ გარდაცვლილს სახეზე დაზიანებები აღენიშნება და ასევე ბუნებრივ გარდაცვალებას ადგილი არ აქვს. 

მეზობლების ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა, ქალი გაზით იყოს გაგუდული, ხოლო ნაწილი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის სახლი იყო არეული და აღნიშნული გარემოება იძლევა იმის თქმის საშუალებას, რომ ქალი არის მოკლული.

გარდაცვლილი ქალის მეზობლებს უჭირთ საუბარი, თუ ვის შეიძლებოდა მოეკლა 70 წლამდე ქალი.

დღის ამბები