19 ნოემბერი 2024,   14:31
ვრცლად
გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო კვირას, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო კვირას, სავარაუდოდ, გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. ხვალ ადვოკატებს ბოლო სიტყვა ექნებათ. ხვალვე მოსამართლე სათათბიროდ უნდა გავიდეს.

ბრალდებულია 5 პირი, რომელმაც პროკურატურა დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება.

ადვოკატები პროცესამდე ბოლო კონსულტაციას გადიან. განზრახ მკვლელობაში ბრალდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატი ხვალ სასამართლო პროცესზე დასკვნით სიტყვას წარადგენს.

ისინი შეეცდებიან, მოსამართლე სტურუა დაარწმუნონ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი მორაგბე გიორგი შაქარაშვილის მკვლელობასთან კავშირში არაა.

სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით უკვე წარსდგა საქმის პროკურორიც, ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ოპონენტის სიტყვა სუსტი იყო, რადგან საქმეშ მტკიცებულება, რომელის ფეხბურთელის მკვლელობას და მასში ტოიოტა ქამრის მგზავრების მონაწილეობას დაადასტურებს არ არსებობს.

დღის ამბები