20 აპრილი 2024,   03:00
ვრცლად
მეხუთედ ვიმეორებ, ჩემსა და ამირან გამყრელიძეს შორის უთანხმოება არ არსებობს - ეკატერინე ტიკარაძე

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს რომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით უთანხმოებაა.

ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში" განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

"მე უკვე მაქვს დეჟავუ. ეს კითხვა იყო შარშან გაზაფხულზე, შემდეგ ზაფხულში, შემოდგომას, შემდეგ ზამთარშიც და ახლა უკვე მეხუთედ ვიმეორებ, რომ ჩემსა და ამირან გამყრელიძეს შორის უთანხმოება არ არსებობს,"- აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ "დღის კურიერში".

დღის ამბები