ალერგოლოგ-იმუნოლოგის ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, მისთვის, როგორც ექიმისთვის, ვაქცინაციის დაწყება სიმბოლური დოზებით არაფერს ნიშნავს.
მისივე თქმით, მთავარია, ვაქცინაციის მოწოდების უწყვეტი ჯაჭვი იყოს, რათა დასახული მიზანი - პანდემიის დამარცხება, ბოლომდე მივიყვანოთ.
"ჩემთვის, როგორც ექიმისთვის ვაქცინაციის დაწყება სიმბოლური დოზებით არაფერს არ ნიშნავს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ საქართველოში წლის ბოლომდე რამდენიმე 100 000 დოზა გვექნება, არც მოსახლეობის 60%-ის აცრას მოიცავს, ეს მხოლოდ იქნება ვაქცინაცია ვაქცინაციისთვის. ეს არ იქნება პანდემიის დაძლევისთვის. მთავარია, იყოს უწყვეტი მოწოდების ჯაჭვი. წლის ბოლომდე გარანტირებული დოზები უნდა გვქონდეს იმისათვის, რომ დასახული მიზნები ბოლომდე მივიყვანოთ,"- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.