შესაძლოა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულების განაჩენი დღეს გახდეს ცნობილი.
მოსამართლის მიერ 5 პირისათვის ვერდიქტის გამოტანამდე მცხეთის რაიონულ სასამართლოში ორივე მხარეს რეპლიკების წარმოთქმის უფლება აქვს.
ადვოკატები დარწმუნებული არიან, რომ განაჩენი გამამართლებელი იქნება. განსხვავებულია ბრალდების მხარის მოლოდინი.
გუშინდელ პროცესზე დასკვნითი სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულთა ინტერესების დამცველებმა. სასამართლო პროცესი ერთი საათია მიმდინარეობს.
პროკურორი დავით ყაზარაშვილი აცხადებს, რომ ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გარდა სხვას არაფერს ელოდება.