თბილისში კიდევ ერთი ბაგა-ბაღი გაიხსნა. დედაქალაქის მერმა გლდანის მე-6 მიკრორაიონში მდებარე 101-ე საბავშვო ბაღი დაათვალიერა. კახა კალაძის თქმით, შენობა საერთაშორისო და ადგილობრივ სტანდარტს აკმაყოფილებს, ადაპტირებულია შშმ პირთათვის და დაცულია სახანძრო უსაფრთხოება.
სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ათ ჯგუფიანია და 300-მდე აღსაზრდელზეა გათვლილი, თუმცა დღევანდელი კოვიდ-რეგულაციებიდან გამომდინარე ბაღში მხოლოდ 100-მდე ბავშვია დაშვებული.
სექტემბრიდან კი, უკვე შესაძლებელი იქნება შეივსოს ყველა ადგილის შევსება.