20 აპრილი 2024,   14:22
ვრცლად
თბილისის მასშტაბით უფასო პოსტკოვიდური კვლევა კოვიდგადატანილ 400 პაციენტს ჩაუტარდება

პოსტკოვიდური კვლევები იწყება. თბილისის მასშტაბით, შერჩევითობის პრინციპით 400 ​კოვიდგადატანილ პაციენტს გამოკვლევები ჩაუტარდება. მიზანი ვირუსგადატანილ ადამიანებში გამოვლენილი ნიშნების და დაზიანებების გამოვლენაა.

კვლევები მოქალაქეებს უფასოდ ჩაუტარდებათ.

"ეს არის კვლევა, რომ შევისწავლოთ პოსტკოვიდური სინდრომის კანონზომიერებები. ჩვენ გვაქვს ქალაქის მთელი მოსახლეობის სია, ვინც გადაიტანა კოვიდი. ჩვენ არ ვიცით, ვის რა გამოვლინება აქვთ, რამდენ პროცენტში რა სინდრომი გამოვლინდა, ამიტომ, ჩვენ ჩავუტარებთ ყველანაირ კვლევას. მერწმუნეთ, ეს ძალიან დიდი პაკეტია და უფასო,"- აცხადებს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები