ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 139 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამ დრომდე დაფიქსირებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 273 137-ს აღწევს.
COVID-19-ით ქვეყანაში კიდევ 10 პაციენტი გარდაიცვალა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე COVID-19-ს სულ 3601 ადამიანი ემსხვერპლა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 129 პაციენტი განიკურნა. ამ დროისთვის, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 267 015-ს აღწევს.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით 6351 ტესტი ჩატარდა, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტი - 3464, PCR - 2887.